საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ელისავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
უწყების მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა.
„იყო გავრცელების საფრთხე, დაშავებული არავინაა.ხანძარი შერეულ სამშენებლო მასალებს გაუჩნდა. ინახებოდა დიდი რაოდენობით გუდრონი, საღებავები და ასევე, პლასტმასები. გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის, არის უცნობი,”- განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს“,
შეგახსენებთ, ადგილზე 12 ეკიპაჟია მობილიზებული, ხანძარი ამ დროისთვის, ლოკალიზებულია.