ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბერძენიშვილის თქმით, პატიმართა შეყალების უფლებას უწმინდესს ვერ გადასცემენ

 

ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, პატიმართა შეწყალების უფლების უწმინდესზე, ილია მეორეზე გადაცემასთან დაკავშირებით, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს.
მას სჯერა, რომ მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოში არ მოხდება.
“საქართველ არის სეკულარული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლია. წინადადება ჰუმანურია, ადამიანურია, მესმის პატრიარქის სურვილი, მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, რადგან ეს არ შეიძლება სხვა ორგანიზაციის საქმე იყოს. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სურვილი გამოთქვა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

იტვირთბა....