„ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საუბარია პარტიაში განსახორციელებელ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რაც პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროპულ საქართველოში” ვრჩები, არსად არ მივდივარ, ეს ხმები იყო რაღაც ჭორების შედეგი. თანამდებობების, სამეულის განახლებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არის საუბრები, რომ იყოს სტრუქტურული ცვლილებები. ეს პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს თანამდებორივ ცვლილებებს, მაგრამ ამაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სწორედ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ვიმსჯელოთ ამის შესახებ და სხვა თემებზეც. ზოგადად, პარტიამ ყველა არჩევნების შემდგომ უნდა გადახედოს თავის სტრატეგიას, რამდენად სწორი იყო კამპანიის მიმართულებები, მაგრამ ეს არ ეხება, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პარლამენტის ბოიკოტირების საკითხს. ამ კუთხით პარტიის პოზიცია უცვლელია. ჩემი აზრით, ეს არის ჯანსაღი პროცესი ნებისმიერი პარტიისთვის.
არ ვჩანვარ ტელეეკრანებზე, რადგან დავაფუძნე იურიდიული კომპანია და საკუთარი დრო მჭირდება, რომ ამ მიმართულებას მოვახმარო. ოღონდ ეს არ მიშლის ხელს, ვიყო პარტიის წევრი, „ევროპული საქართველოს წევრი”, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვარ ღირებულებებით.
როგორც ხედავთ, მოსული ვარ „ევროპულ საქართველოში”. ეს ხმები არის გადაჭარბებული, დასამალი არაფერი მაქვს. უბრალოდ, ფიზიკურად დროს ვერ ვუთმობ პოლიტიკურ მოღვაწეობას, რადგან მაქვს ჩემი საქმე. გააჩნია, თუ იქნება სამართლებრივი საკითხები, რომელსაც ყურადღებას მეტად ვუთობ, უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული. სხვა მხრივ დიდი ენრგია სჭირდება პოლიტიკურ საქმიანობას”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, “ევროპულ საქართველოს” პარტიის რამდენიმე წევრი ტოვებს. დავით ბაქრაძის განცხადებით კი, პარტიაში მიდის სტრუქტურული ცვლილებები.
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველო” დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა დატოვა.