თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “TV პირველი” პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ფინანსდება და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის არასახელმწიფოებრივი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“გუშინ „TV პირველის” ეთერში ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი გადაცემები გავიდა, სადაც პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჩვენს პატრიარქზე და ეკლესიაზე, ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფოს და ჩვენი ეკლესიის.
ეს არის თქვენი იდეოლოგიის ბრალი. თქვენი არა, ამ შემთხვევაში იმ ტელევიზიის, იმ დამფინანსებლების და იმ მთავარი იდეოლოგების, რომლებიც ამ ტელევიზიის უკან დგანან. თქვენი ტელევიზია ფინანსდება პირდაპირ „ნაცმოძრაობის” მიერ და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის ანტისახელმწიფოებრივი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.