ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტიაში ცვლილებები ნებისმიერს შეიძლება შეეხოს” – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიაში ცვლილებები ნებისმიერს შეიძლება შეეხოს.

ბოკერიას განმარტებით,  ცვლილებების პროცესი პარტიის შიგნით დიდი ხანია მიმდინარებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, საზოგადოება მალე შეიტყობს.

“დღეს მიდის ის პროცესი, რომელზეც ყველამ უკვე საჯაროდ ისაუბრა. ეს პროცესი პარტიის შიგნით კარგა ხანია, დაიწყო, პრესამ გაიგო ეს რამდენიმე დღის წინ და მოჰყვა ამას არასწორი ფორმით სპეკულაციები. ეს დისკუსია გაგრძელდება და ყველა ტიპის საკითხზე, იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, სტრუქტურული თუ ვინმეს პერსონალური ან გუნდური გადაწყვეტილებები, ამასთან დაკავშირებით, ერთად მოგახსენებთ. ახლა სწორედ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ეს პროცესი მიდის. მთავრობის პროპაგანდა მუშაობს ამაზე. დაპირისპირებას კი არ აქვს ადგილი, რაც მოგახსენეთ, იმას აქვს ადგილი, ქვეყნისთვის პოლიტიკურად რთულ მომენტში, გაყალბებული არჩევნების შემდეგ როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ მუშაობა. რაც გითხარით, არაფერი იმის მიღმა არ ხდება. იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ შეიძლება, დღესვე იყოს რაიმე სახის გადაწყვეტილება, შეიძლება, დაგვჭირდეს მეტი დრო. ვერანაირ ახალ ამბავს ჩემგან ახლა ვერ გაიგებთ, რადგან ჯერ არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. შეიძლება, შეეხოს პერსონალიებს, ნებისმიერს შეიძლება შეეხოს და როცა იქნება ეს გადაწყვეტილებები, შემეძლება, რომ გითხრათ. ეს არ უკავშირდება უგულავა-სააკაშვილის შეხვედრას, ჩემი აზრით, არანაირად”, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....