ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როგორც იქნა პირველ ოცლარიანს ჩავაგდებ კალაძის ნაყიდ ლამაზ ურნაში-მეთქი” – რაზე წერს სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ წესებს არ იცავს. მას განსაკუთრებული უკურეაქცია ღია სივრცეში პირბადის ტარებაზე აქვს. მისივე თქმით, ქუჩაში პირბადის გარეშე ყოფნისთვის, სამართალდამცველებმა შენიშვნა მისცეს და გააფრთხილეს, რომ მომავალში დააჯარიმებდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ამბავს ერთი მოქალაქე შეესწრო, რომელმაც პატრულს სიჭინავას დაჯარიმება მოსთხოვა. ამის შესახებ ყოფილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ ყველამ იცით, რომ გარეთ პირბადეს არ ვატარებ. ხოდა დღეს პირველად გამაჩერა პატრულმა. მიუხედავად ჩემი პოზიტიურად შეხვედრისა, რომ როგორც იქნა პირველ ოცლარიანს ჩავაგდებ კალაძის ნაყიდ ლამაზ ურნაში-მეთქი, გადაწყვიტა ჯარიმა არ დაეწერა და გაფრთხილება მოეცა. იქვე ავუხსენი, რომ მაინც არ გავიკეთებდი და ამ დიალოგში ვართ, როცა მოგვიახლოვდა ახალგაზრდა ქალი და ამ პატრულს დაუწყო წივილი რატო არ აჯარიმებო! სავარაუდოდ ეგონა რომ ვაბამდი არ გამომიწერო ჯარიმა-თქო. პატრული უხსნის, რომ გაფრთხილება მომცა.

მოკლედ რისი თქმა მინდა. როგორ გაგრძელდა აღარ მოგიყვებით, მაგრამ სანამ ესეთი სახედაკარგული ადამიანები იარსებებენ ჩვენს საზოგადოებაში, ეს ქვეყანა სულ იქნება შეუმდგარი მაჩანჩალა! სამწუხაროდ გაოცებისგან კამერის ჩართვა დამავიწყდა! მომავალში ყველას გამოვაჭენებ ვინც სიამოვნებას იმით იღებს, რომ სხვა დააჯარიმონ ! სამარცხვინო ადამიანების კორიდორს ცალკე გავაკეთებ!

ასეთები ყველა ხართ ამ ქვეყნის სირცხვილი! საერთოდ გასარიყი ხართ საზოგადოებისგან! არა აქვს მნიშვნელობა მოხუცი თუ ახალგაზრდა!

სკოლაში რომ შპიონი ბავშვები ყავთ კლასში, ეტყობა ეგენი ეგეთებად რჩებიან ცხოვრებაშიც!
ფუ რა სირცხვილია !“ – წერს ხატია სიჭინავა.

იტვირთბა....