ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვეღარასდროს გაიძულებენ სიკვდილს…” – ნათია ფანჯიკიძე 14 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება

ფსიქოლოგი, ნთია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, ქობულეტში 14 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

როგორც ფსიქოლოგი თავის პოსტში დასძენს, ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მხვერპლს შეეძლება დაცულ სივრცეში მიიღოს ჭერიც და დახმარებაც.

,,14 წლის მოზარდი, ისედაც თვითდაზიანების მაღალი რისკ ჯგუფი, კიდევ ძალადობის მსხვერპლი, რაც თვითგანადგურების სურვილს აძლიერებს და შემდეგ იმ საზოგადოებრივი აზრის მიერ დათრგუნული, რომელ საზოგადოებასაც “დამნაშავედ” მსხვერპლი, სირცხვილად კი არა ძალადობა, არამედ მსხვერპლობა მიაჩნია. ყველა მოზარდს ვთხოვდი, მთელი თქვენი გონიერების მოკრებით, მთელი ძალით გამოეყავით ასეთ საზოგადოებას და ქვეცნობიერადაც არ იგულისხმოთ თავი მის წევრებად. თუ შორიდან და ზიზღით ყურებას ისწავლით ყველა გამკითხავი მენტალობის მქონე დაჯგუფების მიმართ, აღარ იქნება თქვენი სადარდებელი, რას ფუთფუთებენ ფსკერზე და რა ინსტინქტებით “არეგულირებენ” თავიანთ კაციჭამიურ, კარიკატურულ “მორალს”. ყოველდღე გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ეკუთვნით მათ, არაფერი გაქვთ საერთო მათთან და ამ ფსკერის ბინადრები დაკარგავენ ძალაუფლებას თქვენს ბედნიერებაზეც და თქვენს ტკივილზეც და ვეღარასდროს გაიძულებენ სიკვდილს.

პ.ს. ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მხვერპლს შეეძლება დაცულ სივრცეში მიიღოს ჭერიც და დახმარებაც”, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....