ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ნაღმები ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც ახლა გარეჯში ხდება” – რა განცხადებას ავრცელებს არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

გამზარდია აღნიშნულ მიმართაში გუშინდელ საავტორო გადაცემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირდაპირ ეთერში რესპოდენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ძალიან საყრადღებოა.

“მეტრონომი” ანალიტიკოსის “ფეისბუქის” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“რატომ არ შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში ბაქოს ეპარქია და რატომ გაქრა “ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიიდან” “ჰერეთი”

სინოდმა და საპატრიარქომ აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება:

– რატომ ამოვარდა “ჰერეთი” ეპარქიის სახელწოდებიდან?

– რატომ არ შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში ბაქოს ეპარქია, რასაც მეუფე ანანია ითხოვდა კიდეც?

– რა პროცესები მიდის რუსული ეკლესიის ზეგავლენით და რას აკეთებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იმის საპირწონედ, რომ მოსკოვის ბაქოს ეპარქია საუბრობს აქტიურად არა მხოლოდ გარეჯის, ასევე ალავერდის და ბოდბეს “ალბანურ” წარმოშობაზე?

გუშინ, გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” ძალიან შემაშფოთებელ თემაზე ისაუბრა ჩემმა სტუმარმა, თეოლოგიის დოქტორმა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, გოჩა ბარნოვმა. მისი თქმით, გარეჯის თემა ეს არის გლობალური თემა რომელიც შექმნილია რუსეთის მიერ, პრობლემა არის რუსული ეკლესიის ბაქოს ეპარქიის მუშაობა, რომელიც აქტიურად ავრცელებს იდეას რომ ეს არის ალბანური კულტურის ძეგლები – ალავერდი, გარეჯი და ბოდბე.

2019 წელს ჩამოსული იყო ბაქოს ეპარქიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს საპატრიარქოში და მეუფე ანანიამ მაშინ დაწერა წერილი (სად გაქრა შემდგომ ეს წერილი, არ ვიცი), რომ უნდა შეიქმნას საქართველოს ეკლესიაში სრულიად ბაქოს ეპარქია, არა მხოლოდ ჰერეთის, არამედ ბაქოს.

დემეტრე თეთრუაშვილი, რომელიც 2014 წელს ერთხმად გამოირჩიეს ჰერეთის ეპისკოპოსად, უცბად 3 დღეში უქმდება ეს ყველაფერი. როგორც შე,დგომ ვგებულობთ, თურმე რუსებმა თითი დაუქნიეს, რომ აქ არ გააკეთოთ „ჩვენს ტერიტორიაა“ იურისდიქციულად. მე მახსოვს, როდესაც იქ შეიცვალა საეპარქიო ხელმძღვანელები, მეუფე თეოდორე ჭუაძემ, ერთ-ერთ წირვაზე, როდესაც დიაკვანმა ასამაღლებელში ახსენა „ჰერეთისა და ხორნაბუჯის“, მეუფე თეოდორე ჭუაძემ თითით ანიშნა, „ჰერეთი არა!“, შეუსწორა პირდაპირ დიაკვანს.

მეუფე თეოდორეს ეს შენიშვნა „ჰერეთი აღარ!“, რას ნიშნავს, მიჰყიდეს, გადასცეს ეს ეპარქია? – მითხრა გოჩა ბარნოვმა.

ეს ნაღმები ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც ახლა გარეჯში ხდება, რაც წინ ძალიან მძიმედ შეიძლება დაგვხვდეს არც ისე გვიან.” – წერს არჩილ გამზარდია.

იტვირთბა....