სამართალდამცავებმა კომერციული მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 ექიმი პასუხისმგებლობაში მისცა.
როგორც შსს მირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული ექიმები ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იყვნენ დასაქმებული.
“გამოძიებით დგინდება, რომ შპს მე-4 პოლიკლინიკის დირექტორი, შპს მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს ოჯახის მკურნალის ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ვადით.