ახალი ამბები მთავარი სამართალი

150 000-ლარიანი ჯილდო მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის

 

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს, – ეს განცხადება ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც  ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა განმარტა, კიევის ყოფილი მერის განცხადება მეგის ქარდავას წარსულ საქმიანობას უკავშირდება.
გიორგი ქვრივიშვილის თქმით, ჩერნოვეცკიმ წარსულში ქარდავას საქმიანობა ამ ფორმით შეაფასა.
“მან თქვა, რომ აწესებს 150-ათასლარიან ჯილდოს, მასზე ვინც ჩამოიყვანს და ჩააბარებს პოლიციას მეგის ქარდავას. განცხადება უკავშირდება იმ ძალადობის ფაქტებს, რომელიც ქარდავას დადასტურებული აქვს სასამართლოს მიერ”, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
მეგის ქარდავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მას ორ საქმეზე დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, ქარდავა სასამართლომ გაამართლა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 

 

იტვირთბა....