პარტია ,,სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია სიცუალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ბესელია აღნიშნულ მიმართაში საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლეად გთავაზოთ.
„მინდა საჯაროდ უდიდესი სიყვარული და მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქის მიმართ. უსაზღვროდ მიყვარს და არასოდეს დავივიწყებ მის გასაოცარ მზრუნველობას, სიყვარულს და ღვაწლს. როგორ უნდა ატკინო ასე გული მხცოვან მამას და როგორ უნდა შეძლო საჯაროდ ასე ლანძღო პატრიარქი, რასაც პეტრე ცაავა აკეთებს… ამის მოსმენა აუტანელია! ამის განხილვაც კი მზარავს და არ მინდა! მსგავსი სიყვარული, ზრუნვა, თმენა, თავდადება და სიბრძნე, როგორიც აქვს ჩვენს პატრიარქს – არ მინახავს. საოცრად მიყვარხარ ჩემო სულიერო მამავ და უფალი გაძლიერებდეთ ამ რთულ დროს,“ – წერს ეკა ბესელია.