“როიტერის” ინფორმაციით, აშშ-ის ტეხასის შტატში ავტოავრიისას მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
როგორც გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ფორტ-უერთთან, შტატების დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 75-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „ფოქსნიუსი“ იტყობინება, ავტოავარია მოყინულმა გზამ გამოიწვია. გამოცემა ასევე წერს, რომ ერთმანეთს 70-დან 100-მდე ავტომობილი შეეჯახა, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. 100-მდე ავტომობილის შეჯახების შესახებ იუწყება „ვაშინგტონ პოსტიც“. გამოცემა NBC წერს, რომ ავტოავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა.