ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსლეში გუშინ, “რესქპუბლიკური” პარტიის ლიდერის, დავით ბერძენიშვილისა და არხს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
გვარამიას განცხადებით, ,მთავარი არხი” ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს.
,,ბატონი დავითიც გულმხურვალეა საკუთარი პარტიის პოზიციების დაცვაში და მეც – საკუთარი არხის და ჟურნალისტების ინტერესების. ეს აღმოჩნდა, ჩემი აზრით, ინციდენტის წინაპირობა.
არ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას, არც იმის გარჩევას, ქალბატონი
ხათუნა სამნიძის გუშინ გამოთქმული პოზიცია რამდენად სწორად მიგვაჩნია (ამაზე გვაქვს ჩვენი აზრი, მისი დაფიქისრების ულფებასაც ვერავინ წაგვართმევს, რაც ვქენით კიდეც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის და შეფასების ფორმების ფარგლებში, კორექტულობის სრული დაცვით).
მნიშვნელობას მივანიჭებ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს არხს არაერთგზის დაუფიქსირებია საკუთარი უკიდურესად პოზიტიური დამოკიდებულება რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერების მიმართ და, რაც არ უნდა არ ვიზიარებდეთ მათ კონკრეტულ პოზიციას რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს პარტია მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად.
მთავარი არხი ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს, კვლავ რჩება საკუთარი კეთილგანწყობილი პოზიციის ერთგულად რესპუბლიკური პარტიის მიმართ და წარმატებებს უსურვებს მას”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.