ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება” – ბიძინა კულუმბეგოვი

“რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება,” – აღნიშნული განცხადება იმუნულოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა დღეს გააკეთა.

კულუმბეგოვის განმარტებით, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში გამოცხადებული იქნა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტურობა და სარგებელი.

„რადგან ვაქცინების მიღების ძირითად საფუძვლად განიხილავს მომწოდებლად კოვაქსსკოვაქსი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა. სწორედ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შუალედური ანგარიში გამოცხადებულ იქნა ვაქცინაციის ექსპერტთა საბჭოს მიერ, რომლებმაც თქვეს, რომ ეფექტურობა და სარგებელი ამ ვაქცინის ყველაფრისდა მიუხედავად ჩატარებული კვლევებით იმუნოგენობა, თუნდაც მოგვიანებით ასაკში არ არის იმდენად დრამატული, რომ ჩვენ უარი ვთქვათ გვიან ასაკში მის გაკეთებაზე. შესაბამისად, ჩვენი მთავარი და მსოფლიოს მთავარი მკარნახებელი ამ ტიპის საკითხებში რადგან არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი რეკომენდაციაა, რომ ვაქცინა თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....