ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსული პროექტია, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქო ღებულობს” – პეტრე ცაავა კარტოგრაფებზე

” ეს ყველაფერი არის რუსული პროექტი, რომელსაც ასევე ხელისუფლებასთან ერთად ასრულებს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპატრიარქო,” – ასე მოხსენიებს ე.წ. კარტოგრაფების საქმეს ეპისკოპოსი, პეტრე ცაავა.

მისივი განმარტებით, დავით გარეჯის საქმეზე მსჯელობისას სინოდს უნდა მიეწვია კარტოგრაფები, მათი ადვოკატები და მამა კირიონი.

“ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ, კაცთმოყვარე სინოდს უნდა მოეწვია. სინოდს სხდომის ერთი დღე უნდა დაეთმო ამ საქმისთვის, მოეწვა კარტოგრაფები თავიანთი უფლებადამცველებით, მოეწვია მამა კირიონი და იქვე ემსჯელათ, ოჯახურად ემსჯელათ, თუ რასთან გვქონდა საქმე და ძალიან მარტივია, მაშინ, როდესაც ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უკვე იქ სამხედრო ბაზა თუ სასაზღვრო პუნქტი განთავსდა და ამაზე ხმას არ იმაღლებს. მაშინ როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია უდაბნოს მოლოცვა: მონასტრისა და კოშკის ასევე მიახლდება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის რუსული პროექტი, რომელსაც ასევე ხელისუფლებასთან ერთად ასრულებს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპატრიარქო და ამ საპატრიარქოში – სამღვდელოებისა და თუ ადამიანთა უმეტესი ნაწილი ნებსით, გააზრებული აქვს თუ რა ბოროტებას ჩადიან”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, დღეს სინოდის სხდომაზე დავით გარეჯზეც იყო საუბარი. ამაზე მღვდელმთავრებმა სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში განაცხადეს.

იტვირთბა....