ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) ვინ არის 25 წლის მაშველი, რომელიც მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა

მეხანძრე-მაშველი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, 25 წლის თორნიკე კიპაროიძეა

თორნიკე კიპაროიძე, რომელიც ბათუმში ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თორნიკემ სახანძრო-სამაშველო ძალებში 1 წლის წინ დაიწყო მუშაობა. მანამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

25 წლის მეხანძრე-მაშველი 2018 წელს დაქორწინდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

იტვირთბა....