ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში მვიდა. სასამართლო პროცესი “რუსთავი-2”-ის ეპიზოდს ეხება.
სხდომაზე ავტომობილი “პორშეს” შეძენის საკითხს განიხილავენ, რომელიც ნიკა გვარამია არხის ბალანსიდან შეიძინა.
ბრალდების მხარე ამტკიცევს, რომ ავტომობილის შეძენით ტელეკომპანია დაზარალდა.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ “პორშე” არ შეუძენია, რადგან “შეძენა ნიშნავს საკუთრებაში გადასვლას”.
“ხალხნო, “პორშე” რომ “რუსთავი-2″-ის ხარჯზე მდომებოდა, პრემიად გამოვიწერდი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
დღევანდელ პროცესზე “თეგეტა მოტორსის” წარმომადგენლებს დაკითხავენ.