ბოლო დროს, პოლიტიკური დღის წესრიგში დადგა პარლამენტში ერთჯერადად შესვლის ინიციატივა, რომელიც მხოლოდ უბარიერო პროპორციული სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. ინიციატივა წამოვიდა “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა და ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.
აღნიშნულ ინიციატივას ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ერთჯერადი პოლიტიკური აქტი შესაძლოა მომგებიანი იყოს, მაგრამ როგორც გრძელვადიანი თამაშის წესი, ინიციატივა მხოლოდ დამაზიანებელია.
“ბუნებრივი ბარიერი, როგორც ერთჯერადი პოლიტიკური აქტი მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის კარგი, მაგრამ როგორც გრძელვადიანი თამაშის წესი მხოლოდ დამაზიანებელია”. – აცხადებს ხუხაშვილი.