დღეიდან ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიგინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ე.წ. გადასასვლელი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე, უპირატესობა მიენიჭებათ შეჭირვებულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს