ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საპატრიარქო განჩინების სახით გაავრცელებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო.

ჯაღმაიძის თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯის თემასა და ვაქცინაციას.

მისივე თქმით, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი მცირე დროში შეათანხმეს.

“რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“,- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა.

იტვირთბა....