ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი და ტყეპარკი მოეწყოს

თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრება.

პრეზენტაციას  “არქიტექტურული ბიურო” მართავს, რომლის წარმომადგენელმა მიხეილ ბალიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითრების კონცეფციის ჩარჩოს გეგმა გააცნო. ამ კონცეფციის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, ტყეპარკი მოეწყობა. გეგმის თანახმად ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ/კვ ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელშიც საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სტუდენტური სასადილო განთავსდება. ასევე გმირთა მოედნიდან მაღლივ კორპუსამდე დაგეგმილია ველოსიპედების ტრასების მოწყობა. წარმოდგენილი კონცეფციით ტყე-პარკი 300 000 მ/კვ ტერიტორიაზე მოეწყობა.

პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებიც ესწრებიან.

იტვირთბა....