პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
როგორც ელისაშვილი აცხადებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მისივე თქმით, სუს-ი ხელფასს არაფერში იღებს და მას მხოლოდ ოპონენტების თვალთვალი ეხერხება.
” სუს-ი კი არ უნდა გმინავდეს და შეშფოთების განცხადებებს კი არ უნდა ავრცელებდეს, სუს-ი უნდა იცავდეს ამ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ, ეს მაინტერესებს. ძალიან არაეფექტური სისტემა და სტრუქტურაა, მარტო ოპონენტების თვალთვალი ეხერხებათ, მოსმენა და მიყურადება,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მისივე თქმით, “სუს-ი რომ თავის სიმაღლეზე იყოს, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გაავრცელებდნენ”.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. უწყება განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას, მცდარია.
“საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დამდგარი ოკუპაცია,”- ნათქვამია განცხადებაში.