“დარწმუნებული ვარ, თუ (“ოცნებამ”) შეგვიტყუა პარლამენტში და ეს მოახერხა, არ დაარეგისტრირებს კანონს. ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფრონტზე გადავიდეთ შეტევაზე, კედელთან მივაყენოთ „ოცნება“. თუ ამაზე წამსვლელია, წავიდეს. დაარეგისტრიროს ეს კანონი, მე ვეუბნები, რომ ჩემი ხმა გექნება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციური პარტიები დაინახავენ, რომ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდა, ძალიან გაუჭირდებათ ქვეყნის მომავალზე თქვან უარი.
ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკელების” ლიდერი
IPN
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა და ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.