ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავთანდილ გალდავა, რომელიც ბადრი ესებუას მძევლების მაგივრად ჩაბარდა, აჭარის პოლიციის ხელმძღვანელად დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იქნება, რომელიც ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ხოლო, ის  კოტე ანანიაშვილს ჩაანაცვლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს კი პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის, ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ბადრო ესებუას საქმეში, რომელსაც “საქართველოს ბანკის” ფილიალზე ტავდასხმა და მძევლების აყვანა ედება ბრალად. როცა გამტაცებელმა ბადრი ესებუამ, საქართველოს ბანკის შენობა მძევლებთან ერთად დატოვა – მათ შორის ერთ-ერთი იყო ავთანდილ გალდავა, რომელიც ესებუას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა.

იტვირთბა....