aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტოვებს თუ არა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს? – დავით ზალკალიანის განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„იმდენად არასერიოზული და აბსურდული ინფორმაციაა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არც ღირს. არავინ არანაირ პოსტს არ ტოვებს”, –  ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კითხვას, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ.

“გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას. ის არის მართლაც ძალიან სერიოზული და ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი. იგი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, ყველა მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური”, – განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

იტვირთბა....