ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება განხილული. მისივე თქმით, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით “არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო, სინოდმა დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება. იმის შემდეგ რაც გააკეთა, ანალოგიური დანაშაულის ტოლფასი არ ჩაუდენია. შესაბამისად, ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯება მხოლოდ.
რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე უკან მივიღოთ სინოდში, ეს თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ მან, რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც არ გამოუხატავს. მე ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.