ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ილია მეორის მმოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს პათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

საქართველოს საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე. თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომა პატრიარქის მოწვევით იმართება.

„ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია” სოვიალურ ქსელკში საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნანთქვამია, რომ 11 თებერვლის სინოდის საგანგებო სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტიდან გადაყენებაის საკითხის განხილვა იგეგმება.

 

იტვირთბა....