ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ძროხას ვატან…” – აქციაზე დაჯარიმებული აქტივისტი აპირებს, რომ აღსრულებას ძროხა გაუგზავნოს

ნიკა კვიტატიანი, რომელიც პოლიციამ დაუმორჩილებლობის აქციაზე ყოფნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აპირებს აღსრულებას ჯარიმის სანაცვლოდ ძროხა გადასცეს.

როგორც დაჯარიმებული მოქალაქე გამომცემასთან ამბობს, აქციის შემდეგ მას პოლიცია დაუკავშირდა და უთხრეს, რომ დაჯარიმებული იყო.

“6 თებერვალს ვიყავი დაუმორჩილებლობის აქციაზე, ამის გამო დავჯარიმდი 2 000 ლარით. აქციის შემდეგ დამირეკა პოლიციამ და მითხრა, დაჯარიმებული ხარო. მე ვაპირებ, რომ გავასაჩივრო და თუ უკვე აღსრულებამდე მივა საქმე, გადავცემ ძროხას. როცა გასაჩივრდება, თუ დაჩქარდა ყველაფერი და აღსრულებამდე მივიდა საქმე მალევე, 2 000 ლარის ფარგლებში უნდა წაიღონ ნივთი სახლიდან. მე ძროხას ვატან”, — განაცხადა ნიკა კვიტატიანი.

შეგახსენებთ, 6 თებერვლის დაუმორჩილებლობის აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “სირცხვილია” იყო. მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება იყო. გარდა ამისა, ისინი ითხოვდნენ ქვეყნის გახსნას და ბიზნესისთვის მუშაობის აღდგენის უფლებას

იტვირთბა....