ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია” – მამუკა მდინარაძე “რესპუბლიკელებზე”

“მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა, მდივანი, მამუკა მდინარაძემ რესპუბლიკელების თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში “რესპუბლიკელების” ერთჯერადად მონაწილეობის შესახებ საუბრისას მდინარაძემ დასძინა, რომ “მოქალაქეებთან” გაფორმებული მემორანდუმი, რომლის სანაცვლოდაც ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ, 0-დან 3%-მდე საარჩევნო ბარიერს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა ღია დატოვა.

მისი თქმით, საკითხზე კომპრომისული ვარიანტის შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბარიერის მეტად დაწევის შემოთავაზებას კონკრეტული არგუმენტები დასჭირდება.

“დღეს თუ პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება საამისოდ, 3% ხელში უჭირავს, ჩემი აზრით აქ პრობლემა არ არის, მაგრამ, სხვა შემთხვევებში, უნდა ჩამოვიდეთ 2-ზე, 1-ზე თუ საერთოდ, უბარიერო სისტემა იყოს, ამას სჭირდება არგუმენტები”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

.

იტვირთბა....