ჟურნალისტი, ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ლეგენდარული მომღელის, თემურ წიკლაურის შესახებ ამაღელვებელ ვიდეოს აქვეყნებს.
ჩუბინიძე აღნიშნულ ვიდეოს თან შემდეგ წარწერას ურთავს, რომელსაც “მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ.
“ერთი ვიდეოს ისტორია – ეს პატარა ვიდეო მამა ნიკოლოზმა გადაგვიღო. მცხეთაში ვიყავით… იმ დღეებში მე და თემო შექსპირის 66-ე სონეტის ნამღერზე, კლიპს ვიღებდით და თემომ პროლოგი მინდა გავუკეთო სანამ კომპოზიცია დაიწყებაო და… მეთქვი მოდი, კამერა აქვე მაქვს, ავდგეთ სუფრიდან, შევიდეთ აქვე ოთახში და ჩავწეროთ-თქო, – გგონიათ უარი თქვა? უბრალოდ 2-ჯერ შეეშალა და განერვიულდა ძალიან საყვარლად: – რა ენა დამება რა ჯანდაბა მჭირსო, ბევრი აჯიკა არ უნდა მეჭამაო, ბრაზობდა….
ამ თემოს და ამ სახეს, ჩვენს ახალ კლიპში ნახავთ, ოღონდ… თემოს გარეშე – „სიკვდილო თავად შენ რად არ კვდებიო“ – წერს ბესო ჩუბინიძე.
იხ: ვიდეო: