ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან

დეკემბერში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის განცხადებით, შეხვედრის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთიანი ყარაბაღის ზონაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ბოლოს აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა 2014 წლის 27 ოქტომბერს გამართეს.

იტვირთბა....