მთავარი ციტატა

“ძალიან ცუდად გამოიყურება ყველა ეს ადამიანი, რომლებიც პარლამენტში შესასვლელ გზას ეძებენ”- ეკა ბესელია

“არ შემძლია იუმორის გარეშე ვადევნო თვალი ამ ძალიან უშინაარსო პინკპონკს. ძალიან ცუდად გამოიყურება ყველა ეს ადამიანი, მათ შორს გირჩის დანაყოფი, რომლებიც ეძებენ შესასვლელ გზას.  ჯერ ერთიც რომ კობახიძემ რამე თქვას, დამაჯერებელია მისი ნათვქამი? მის ნათქვამს ფასი აქვს? არ იკადრებს რომ გადათქვას? და მეორეც, 113 ადამიანის გარეშე როგორ მოხდება ამ ბარიერის შეცვლა?”

ეკა ბესელია – პარტია ,,სამართლიანობისთვის” ლიდერი

ამის შესახებ ეკა ბესელიამ “დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, 8 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიგინგზე  განაცხადა, რომ უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ.  მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვილებების გატარებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია, კანონპროექტს მხარი 113-მა დეპუტატმა დაუჭიროს. ამ დროისთვის პარლამენტში 96 დეპუტატია წარმოდგენილი – 90 დეპუტატი  “ქართული ოცნებიდან” და 6 დეპუტატი ოპოზიციიდან. კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭიროა, 113-მა დეპუტატმა მხარი სამი მოსმენით დაუჭიროს.

 

იტვირთბა....