“მთავარი პირობა, რომელმაც ნელ-ნელა გადაიწია უკანა პლანზე, ეს არის თავისუფალი ვადამდელი არჩევნები. ამას ჯერ სჭირდება უპირველესად შეთანხმება, ინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. თუ ეს არ ხდება ყველაფერი დანარჩენი ემსახურება იმას, რომ დღეს მიტაცებული ხელისუფლების სამართლებრივ გამაგრებაში ხელი შეუწყონ ერთეულმა დეპუტატებმა.”
ეკა ბესელია – პარტია ,,სამართლიანობისთვის” ლიდერი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მისი პარტია მზად არის, ნულოვანი ბარიერის დასამტკიცებლად პარლამენტში კენჭისყრის დღეს შევიდეს და ხმა მისცეს.