ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება, ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა”- ლევან იოსელიანი

პარტია “მოქალაქების” წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ენმ-ის ტავმჯდომარის, ნკა მელიას მიმარტ პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს.

როგორც იოსელიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, ნიკე მელიას საქმე არაფრით განსხვავდება 20 ივნისის აქციაზე დაკავებულის, ბესიკ თამლიანის საქმისგან და აღნიშნავს, რომ ორივე მათგანის შემთხვევა პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს.

„ამ საქმეს 20 ივნისის საქმეების კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი, ამ საქმეების შინაარსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იმავეა. ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება მტკიცებულებების თვალსაზრისით. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას იმაში, რაშიც ედავებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა,”- აცხადებს ლევან იოსელიანი.

აქედან გამომდინარე, იოსელიანის თქმით, საკიტხის განხილვის შემთხვევაში, ის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს.

“თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, მან ეს გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა იოსელიანმა.

იტვირთბა....