“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და მისი მეუღლე დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ბარამიძემ გამოაქვეყნა. იგი თვლის, რომ ჯარიმა უსამართლოა და მის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს რომ 2000/2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.
ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო, ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.
ამიტომ ცხადია არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ.
არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!“ – წერს ბარამიძე.