ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიღებ სპეციალური სამსახურიდან წერილს, რომელიც ციხის მუქარითაა დაგვირგვინებული”- შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მან ხპეციალური ორგანოდან მიიღო გაფრთხილება, შეავსოს სადეპუტატო დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.

როგორც ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მას მუქარის არ ეშინია და არც პარლამენტში შესვლას აპირებს სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.

“ძვირფასო მეგობრებო! ვიღებ სპეციალური სამსახურიდან წერილს იმის თაობაზე, რომ თუ ხვალ 6 საათამდე არ შევავსებ სადეპუტატო დეკლარაციას, არა მარტო დავჯარიმდები, არამედ მიმცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ეს ნოტა ციხის მუქარითაა დაგვირგვინებული.

მინდა მივმარტო რეჟიმის მეთაურებს, არ გაიშვას თქვენი შეშინებული, ,ვინც შეგიშინებიათ, ის შეაშინეთ, ჩვენ პარლამენტიდან გამოგგვით და არაავინ იქ ფეხის შემდგელი არაა, ვიდრე არ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამის მერე დაიწყება ქვეყანაში კანონის შესრულება და აღსრულება,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა “ქართული ოცნების” რეჟიმის გახანგრძლივებას ნიშნავს.

“ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში იმისათვის, რომ ივანიშვილის ოლიგაქრქიულ რეჟიმს გაუხანგრძლივოს არსებობა და ხალხი გაწიროს ქრონიკული სიღატაკისთვის და შიმშილისაშვის,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....