ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ მარკეტის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

„ნიკორას“ მაღაზიის დაყაჩაღების საქმე გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნუკრი ი. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, “ნიკორას” საფირმო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი ღ. დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ  „ნიკორას“ მაღაზია 1 დეკემბერს დააყაჩაღეს. მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი შეიჭრა და მაღაზიის დაცვის თანამშრომელი დაჭრა.

იტვირთბა....