ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავის გზატკეცილზე ნარკოდანაშაულისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის რუსთავის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ვ.გ., რომლის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული.

“საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ვ.გ.-ის თანმხლებმა პირმა – 1986 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....