ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი ახალ სკანდალში ეხვევა: მისი და პუტინის აქამდე უცნობი სატელეფონო საუბრები

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა ახალ სკანდალში აღმოჩნდეს. როგორც ცნობილი გამოცემა “პოლიტიკო” იუწყება, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან რამდენიმე სატელეფონო საუბრის შინაარსს მალავდა.

“პოლიტიკოს” ინფორმაციით, პუტინსა და ტრამპს შორის 12-ჯერ გაიმართა არაოფიციალური საუბარი. საქმეს ართულებს ის, რომ ტრამპის მხრიდან, ხშირ შემთხვევებში, თარჯიმანი არ ფიგურირებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ გამოძიებამ მაინც მოახრეხოს ჩანაწერების მოპოვება, რაც გამოავლენს მაშინდელ ორ პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის შინაარსს.

“მნიშვნელოვანია გაირკვეს საუბრების შინაარსი, რადგან ეს არის ნაციონალური უსაფრთხოების პირველადი ინტერესი” – ასეთ განცხადებას აკეთებს ბაიდენთან დაახლოებული პირი, ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი.

დამცველები გამოუჩნდნენ ტრამპსაც. მისი ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ კერძო და ოფიციალური საუბრების შინაარსი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. აღსანიშნავია ტრამპის ერთ-ერთი თარჯიმნის, მარინა გროსის განცხადება. ის ამბობს, რომ ტრაპმსა და პუტინს შორის ხშირად ისეთი საუბრები იმართებოდა, როგორც ორ მეგობარს შორის რომელიმე ბარში.

როგორც ირკვევა, დიდი შანსია ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიპოვოს აღნიშნული ჩანაწერები, რაც ფარდას ახდის აქამდე ჭორად მოსულ ინფორმაციას ტრამპსა და პუტინს შორის არსებულ საერთო ინტერესებზე.

 

იტვირთბა....