ლატვიაში რუსეთის 16 ტელეარხს კრძალავენ და მაუწყებლობას უჩერებენ. მათ შორისაა რუსული პოპულარული არხები РЕН ТВ და НТВ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის სპეციალურმა საბჭომ მიიღო. ოფიციალურად, აკრძალვის მიზეზი პოლიტიკური არ არის და საჭოში როგორც აცხადებენ, ის სამართლებრივია. საქმე იმაშია, რომ საბჭოს წევრების განცხადებით, დღემდე ვერ დადგინდა, თუ ვინ წარმოადგენს აღნიშნულ ტელეკომპანიებს, რომელთა არხების ტრანსლირება უნდა მოხდეს ლატვიის ტერიტორიაზე.
“ვინ წარმოადგენს, ვინ დგას ამ ტელეკომპანიების უკან ინფორმაცია არ არსებობს” – აცხადებს საბჭოს ხელმძღვანელი ივას აბოლინიში.