ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლანჩხუთში ავარიის დროს მამაკაცი გარდაიცვალა, მეუღლე და 3 შვილი კი კლინიკაში გადაიყვანეს

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის დროს მანქანის მძღოლი,50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 76-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 

იტვირთბა....