“ეს ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება.
მიხეილ ყაველაშვილი, “ქართული ოცნება”
ჟურნალისტებთან
შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” ლიდერმა ნიკანორ მელიამ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და განაცხადა, რომ არ ემორჩილება ხელისუფლების მიერ დაწესებულ ვერდიქტს. “გირაოს არ გადავიხდი და ვერც დამიჭერენ” – ასეთი განცხადება გააკეთა პირდაპირ ეთერში მელიამ.