„გილოცავ შენს მე-20-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში“, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.