გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის მხოლოდ 5%-სთვის დაუკვეთა ვაქცინა.
ჩალაძემ “ღამის მთავარში” აღნიშნული ინფორმაცია “ბლუმბერგზე” დაყრდნობით გაავრცელა.
“რატომ,ფული არ გვაქვს? სად წავიდა 8 მილიარდი ლარი, პლუს?.. ქართულ-ჯიგრულ პონტში მილიონობით დახმარება მიიღო სახელმწიფომ, რაც არავინ არ იცის და ვერავინ დათვლის იმიტომ, რომ ეს იყო ჯიბიდან, ყოველგვარი ოფიციალური გადარიცხვების გარეშე დახმარებები სხვადასხვა ფორმით – პირბადეებით, ბენიზნით…” განაცხა ჩალაძემ “ღამის მთავარში”.