ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სინოდის სხდომაზე არ მიმიწვიეს, კანონის თანახმად აუცილებლად უნდა იყოს განხილული ჩემი საკითხი” – პეტრე ცაავა

ყოფილმა მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებით, მან არ იცის, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე მისი საკითხი განხილული იქნება თუ არა.

როგორც ყოფილმა მიტროპოლიტმა “ღამის კურიერში” განაცხადა, ის სინოდის სხდომაზე არ მიიწვიეს.

“სინოდის სხდომაზე არ მიმიწვიეს. კანონის თანახმად, აუცილებლად უნდა იყოს განხილული ჩემი საკითხი. ასევე კანონის თანახმად, მღვდელმთავრებს საკითხები უნდა მისვლოდა, თუ რა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის, მეც, მაგრამ ვაი, რომ უკანონოდ იმართება და კანონიკური სამართლის ჩარჩოებიდან გასული პატრიარქის ხელმძღვანელობით სინოდი და სინოდის სხდომები,”-განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს საპატრიარქო განაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

ამასთან, მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაცია “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ” სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას გაავრცელა, სადაც ნანთქვამია, რომ 11 თებერვლის სინოდის საგანგებო სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტიდან გადაყენებაის საკითხის განხილვა იგეგმება.

 

იტვირთბა....