სპეცოპერაცია სახელწოდებით “კანონიერი ქურდი” – იტალიაში 55 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, იტალიელი პოლიციელების მიერ ჩატარებული სპეცოოპერაცია მასშტაბური იყო. ამასთან, დაკავებულები არიან ე.წ. ქურდული „ავტორიტეტები“.
„დაკავებულებს მოპარული საქონლის საზღვარგარეთ გატანა და ფულის გათეთრება ედებათ ბრალად.
სახლების ქურდობა ხდებოდა საერთო ქართული მეთოდით, დანაშაულებრივი ქმედების ერთგვარი ხელწერით, რაც გულისხმობდა საკეტების გატეხვას, ქურდობის აშკარა ნიშნების გარეშე სპეციალური ხელსაწყოებით.
გამოძიებამ და ვიდეო ჩანაწერებმა აჩვენა, თუ როგორ ხდებოდა ქურდობა ქალაქ რეჯიოში და მის საზღვრებს გარეთ“, – ამბობს რეჯიო ემილიას პროკურორი მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან – შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 პირი იძებნება.