“თავისუფლებას ვერ ერთ შემთხვევაში ვერ შემიზღუდავენ, ოთხ კედელში რომც ვიყო, ბევრად თავისუფალი ვიქნები, ვიდრე ნებისმიერი ეს ადამინია, კალაძიდან დაწყებული ნებისმიერი ამ ახალგაზრდით დამთავრებული…”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე
ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ნიკა მელიამ დღევანდელ გადაცემაში მის შესაძლო დაპატიმრების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.