“ოთხ კედელში რომც ვიყო, ბევრად თავისუფალი ვიქნები, ვიდრე ნებისმიერი ეს ადამინია,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” თავჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ნიკა მელიამ დღევანდელ გადაცემაში მის შესაძლო დაპატიმრების შესახებ საუბრისას დასძინა, რომ მას “თავისუფლებას ვერ შუძღუდავენ”.
“თუ მაინცდამაინც თავისუფლებაზე უნდა ვთქვა ორი სიტყვა, შეუძლებელია, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაიმე სახით თავისუფლება შემიზღუდოს, რადგან, სადაც არ უნდა ვიყო, ბევრად უფრო თავისუფალი ვიქნები… თავისუფლებას ვერ ერთ შემთხვევაში ვერ შემიზღუდავენ, ოთხ კედელში რომც ვიყო, ბევრად თავისუფალი ვიქნები, ვიდრე ნებისმიერი ეს ადამინია, კალაძიდან დაწყებული ნებისმიერი ამ ახალგაზრდით დამთავრებული…” – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.