ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმას სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია” – თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც ცერცვაძე წერს, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს, რომელთა შორისაა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა.

“COVID-19–ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი  COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად  COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთა ერთად წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია  COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა. ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც  COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ.

კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე (პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური რეპლიკაცია (გამრავლება). პლაზმის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ე.წ. დამცავი (მანეიტრალიზებელი) ანტისხეულების კონცენტრაციაზე.

COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ აღნიშნულ მეთოდს მიღებული აქვს აშშ FDA-ის ნებართვა (23 აგვისტო, 2020 წ.) გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენების (Emergency Use Authorization) თაობაზე. უფრო მეტიც, 2020 წლის ივლისში აშშ FDA-ის ხელმძღვანელმა Stephen Hahn-მა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოუწოდა პლაზმის დონაციაზე სხვების ( COVID-19-ით პაციენტების) სიცოცხლის გადასარჩენად. მისი გამოსვლა დღემდე არის განთავსებული ინტერნეტ სივრცეში  (https://www.youtube.com/watch?v=PlX15rWdBbY). – წერს ცერცვაძე.

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა.
ინფექციური…

Posted by Tengiz Tsertsvadze on სამშაბათი, 09 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....