“ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი,” – ამის შესახებ თეატრის ბალეტის ხელმძღვანელმა და პრიმაბალერინა, ნინო ანანიაშვილმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხევდრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ანანიაშვილმა “ფორმულასთან” განაცხადა, თეა წულუკიანმა მათ მოუსმინა, თუმცა არ იცის, თუ როგორი მინისტრი იქნება ის.
“შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყოს სფეროდან (კულტურის) და არა და… ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია”, – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა “ფორმულასთან” წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, განვრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნება.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვწვეოდი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელსაც განხილვაში აქვს არაერთი საკითხი, დაწყებული ფინანსურიდან, ასევე – ორგანიზაციულ-სტუქტურული. მათ რაეალური ხელშეწყობა ნამდვილად სჭირდებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.